Sunday, July 2, 2017

პროექტი-ილორი-ჩემი უბანი


პროექტის სახელწოდება
ილორი - ჩემი უბანი
პროექტის მთვარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით
მოსწავლეებს სიღრმისეულად ვასწავლოთ PowerPoint-ში მუშობა,რათა პრობლემის წამოჭრის შემთხვევაში, შეძლოს პრობლემის კვლევის შემდეგ პრეზენტაციების მომზადება.
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეებს უჭირთ პრობლემის კვლევა და პრეზენტაციის მომზადება
პროექტის მიზნები
     მოსწავლემ შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისა და კვლევის პროცესში.
      მოსწავლემ შეძლოს სხვადასხვა სახის  ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.
მონაწილეთა ასაკი
11-12 წელი
ვადები/ხანგრძლივობა
1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
აუდიტორიის მოთხოვნების და  ჯგუფის მიზნების გათვალის­წინებით ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს ჯგუფის მოსაზრებების წარმოსაჩენად და მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ და საბოლოოდ იღებს  სლაიდ შოუს, რომლითაც აუდიტორიას დაანახებს არსებულ პრობლემებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითდი რესურსები
კომპიუტერი, პროექტორი, მობილური ტელეფონი, ფოტოაპარატი, უბნის მოსახლეობა, გამგეობის წარმომადგენლები
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
1)მოსწავლეთა 3 ჯგუფად დაყოფა:
   1 ჯგუფი-უბნის მდებარეობის შესწავლა; არქივში ფოტოების მოძიება, რომლითაც გამოჩნდება, სად იყო ბაღი და არ არის, იყო საშუალო სკოლა და არის საბაზო.
    2 ჯგუფი- სოფელ ილორის ქალაქთან შეერთების მიზეზების დადგენა და პრობლემები, რომელიც ამ შეერთების შედეგად წარმოიქმნა;
    3 ჯგუფი-შეხვედრა უბნის ხანდაზმულ ადამიანებთან და უბნის წარმატებულ ადამიანებთან,ვიდეო და ფოტომასალის შეგროვება
2) პრეზენტაციის მომზადება PowerPoint-ში;
3) პრეზენტაცია სკოლაში უბნის მოსახლეობასთან და გამგეობის წევრებთან - ბავშვის თვალით დანახული პრობლემა.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთნ კავშირი
ისტ
პროექტის ხელმძღვანელი( მასწავლებელი)
თეა კარტოზია
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
kartozia73@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი



No comments:

Post a Comment