ტრენინგის მე-9 დღეც დასრულდა. სასწავლო პროექტების შექმნა,პროექტების წარდგენა, შაბლონის გადმოწერა, ვიდეო გაკვეთილების გვერდი, დოკუმენტების რედაქტირება, როგორც ისტის მასწავლებლისთვის თითქოს უცხო არ იყო, მაგრამ ჩვენი ტრენერის-საუკეთესო ტრენერის -გიორგი ჩაჩუას წყალობით ბევრად უფრო საინტერესო და დასაფიქრებელი გახდა ჩემთვის. ამ ტრენინგებით მივხვდი, მიუხედავად დროის სიმცირისა, არ უნდა დაინანო შრომა მოსწავლეებისათვის. ასეთი პროექტები მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის: ბევრი რამის შესწავლას შეძლებენ, რაც ცხოვრებას გაუადვილებთ.
უდიდესი მადლობა ჩვენს შესანიშნავ ტრენერს - ბატონ გიორგის ასეთი საინტერესო ტრენინგის ჩატარებისათვის. იმედია, ისევ შევხვდებით. მომავალ ტრენინგამდე!!!
No comments:
Post a Comment